ბზუალასებრნი
ვიკიპედიიდან
ბზუალასებრნი (Bombyliidae), მწერების ოჯახი ორფრთიანების რიგისა. აქვთ გრძელი ფრთები და ფეხები, უმრავლესობას - გრძელი ხორთუმი. ოჯახში 3 ათასამდე სახეობაა, რომლებიც უმთავრესად მშრალ ტროპიკებსა და სუბტროპიკებშია გავრცელებული. განსაკუთრებით ბევრია შუა აზიაში, გვხვდება საქართველოშიც. ბზუალასებრთა უმრავლესობა მწერების - ფუტკრის, კალიის, პეპლის - პარაზიტებია.