ბიძგიასებრნი
ვიკიპედიიდან
ბიძგიასებრნი (Empididae), მწერების ოჯახი ორფრთიანების რიგისა. აქვთ ოდნავ შებუსული სხეული 2-15 მმ სიგრძისა; არაპროპორციულად პატარა თავი და გრძელი ნებისმიერი ხორთუმი. ოჯახში 3 ათასამდე სახეობაა. ფართოდ არიან გავრცელებული. ბინადრობენ ტყეებსა და მთებში. ზოგჯერ წყალსატევებთანაც. ბიძგიასებრნი მტაცებელი მწერები არიან; იკვებებიან მწერებით, დამატებით - ყვავილების ნექტარით.