ბოლოკა
ვიკიპედიიდან
ბოლოკა (Rapistrum), ერთ-, ორ- ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ჯვაროსანთა ოჯახისა. აქვს 60-100 სმ სიმაღლის დატოტვილი ღერო. ევროპასა აზიაში 3 სახეობაა ცნობილი. საქართველოში გვხვდება Rapistrum rugosum. ბოლოკა იზრდება მშრალ ფერდობებსა და გორაკებზე, დანაგვიანებულ ადგილებსა და გზის პირებზე. სარეველად გვხვდება ზეთოვანი კულტურების, ფეტვისა და პურეულის ნათესებში. შეიცავს გლუკოზიდებს. ბრძოლის ღონისძიებანი: სათესლე მასალის გაწმენდა, შავი ანეული, ნაწვერალის აოშვა, თესლის იძულებითი გაღივება და შემდეგ ღრმა ხვნა, მარგვლა და სხვა.