ბოლოკურა
ვიკიპედიიდან
ბოლოკურა (Raphanus raphanistrum), ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა. აქვს უხეში ბეწვით შებუსული ღერო, მორიგეობით განლაგებული ჩანგისებრი ფოთლები და ყვითელი ყვავილები. ნაყოფი -ჭოთი, მკვეთრად გამოსახული საწელურით; იზრდება ევროპასა და წინა აზიაში, აგრეთვე საქართველოშიც. ნათესების სარეველაა.