ბოლონიის უნივერსიტეტი
ვიკიპედიიდან
ბოლონიის უნივერსიტეტი (იტალ. Università di Bologna, UNIBO) მსოფლიოში სიძველით მეორე უნივერსიტეტია ბოლონიაში, იტალია. 2000 წლიდან სახელი გადაერქვა და ეწოდება Alma mater studiorum (ლათ. სწავლის დედაბოძი) მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტის ტიტულის პატივსაცემად. უნივერსიტეტმა ქარტია მიიღო ფრიდრიხ ბარბაროსასგან 1158 წელს, თუმცა მე-19 საუკუნეში ისტორიკოსთა კომიტეტმა ჯოსუე კარდუჩის მეთაურობით მიაკვლია უნივერსიტეტის დაბადების ნამდვილ თარიღს - 1088 წელს. დასავლეთის სამყაროში ყველაზე მხცოვანმა უნივერსიტეტმა 900 წლისთავი 1988 წელს იზეიმა. ბოლონიის უნივერსიტეტი ისტორიულად ცნობილია კანონიკური და საზოგადოებრივი სამართლის სწავლებით.
[რედაქტირება] ინტერნეტ რესურსები
- www.unibo.it - ოფიციალური ვებ-გვერდი (იტ. და ინგ.)
- უნივერს. არქივი (იტ.)