თაყაიშვილი, სესილია
ვიკიპედიიდან
სესილია დიმიტრის ასული თაყაიშვილი (* 17 სექტემბერი, 1906, ბათუმი ― † 1984), ქართველი მსახიობი. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1966).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1926 დამთავრა ა. ფაღავას დრამატული სტუდია თბილისში და იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის სახელობის თეატრში. 1930-1966 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. თაყაიშვილი ქართული თეატრის რეალისტური აქტიორული ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. მის შემოქმედებას ახასიათებს გულწრფელობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, მაღალი პროფესიული კულტურა, დახვეწილი იუმორი, ჩინებული აქტიორული ტექნიკა. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში. ქართულ სცენაზე 120-მდე როლი განასახიერა. მათ შორის ქრისტინე (დადიანი "ნინოშვილის გურია"), გვირისტინე (კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ოლღა (დუმბაძისა და ლორთწიფანიძის "მე ბებია, ილიკო და ილარიონი"), სიუზონი (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), კატარინა (შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება"), ელისაბედ დედოფალი (შილერის "მარია სტიუარტი") და სხვა. თაყაიშვილის დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვიტარებაში. 1948 წლიდან მოღვაწეობს კინოში. შეასრულა მანანას ("ჭირვეული მეზობლები", 1949), ვასასის ("ჩვენი ეზო", 1956), ელპიტეს ("საბუდარელი ჭაბუკი", 1956), ოლღას ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", 1962), ბორდოხანის ("დიდოსტატის მარჯვენა", 1969), მარადიას ("ნატვრის ხე", 1977) და სხვა როლები. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.