იეზეკიელი
ვიკიპედიიდან
იეზეკიელი, XII საუკუნის ქართველი სასულიერო პოეტი. ფიქრობენ, რომ ბერი იყო. ანტონ I "წყობილსიტყვაობაში" (XVIII ს.) უწოდებს მას "საკჳირველ პოოტიკოსს, ღმრთის-მეტყუელ-რიტორს, ჭეშმარიტ ფილოსოფოსს" და იოანე პეტრიწის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენლად. ჩვენამდე მოაღწია მისმა სამმა იამბიკომ, აქედან ორი აკროსტიქულია.