ინტერნეტის პირველადი დომენი
ვიკიპედიიდან
ინტერნეტის დომენი არის ინტერნეტის რესურსების სამისამართო სახელის ელემენტი. მაგალითად ქართული ვიკიპედიის მისამართში ka.wikipedia.org, უკანასკნელი კომპონენტი (org) წარმოადგენს მაღალი დონის დომენს. იგი გამოიყენება ინტერნეტის რესურსების გარკვეული ჯგუფების იდენტიფიკაციისათვის. შეიძლება გამოიყოს ორი ტიპის დომენები:
[რედაქტირება] ეროვნული დომენები (2-ასოიანი კოდები)
- .ge - საქართველო
- .ru - რუსეთი
- .fr - საფრანგეთი
- .uk - დიდი ბრიტანეთი
- .de - გერმანია
[რედაქტირება] საერთო სარგებლობის დომენები (კოდები 3 და მეტასოიანი კოდები)
- .com - კომერციული ორგანიზაციები
- .org - არაკომერციული ორგანიზაციები
- .net - ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებულია ინტერნეტის ქსელთან
- .edu - სასწავლო ორგანიზაციები (უნივერსიტეტები)
- .gov - აშშ-ს სამთავრობო ორგანიზაციები
- .mil - აშშ-ს სამხედრო ორგანიზაციები
- .info - საინფორმაციო რესურსები