კურტისის მუსიკის ინსტიტუტი
ვიკიპედიიდან
კურტისის მუსიკის ინსტიტუტი (Curtis Institute of Music) - სამუსიკო სკოლაა ფილადელფიაში, პენსილვანია, რომელშიც ისწავლება სადიმპლომო, საბაკალავრო და სამაგისტრო კურსები მუსიკაში და პროფესიული პროგრამა საოპერო ხელოვნებაში. კურტისი აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან სამუსიკო კონსერვატორიად ითვლება.
დაფუძნდა 1924 წელს მერი ლუიზ კურტის ბოკის მიერ როგორც სარეპეტიციო/მოსამზადებელი დარბაზი ფილადელფიის ორკესტრის შემსრულებელთა რანგთა შესავსებად, ვენის სამუსიკო სკოლის მსგავსად, რომელიც იგივე ფუნქციას ასრულებდა ვენის ფილარმონიისთვის. აქვე არსებობდა სასწავლო კურსები პიანისტებისთვის, მომღერლებისთვის, ორგანისტებისადა კომპოზიტორებისთვის.
ყველა მოსწავლეს სრული სტიპენდია ეძლევა, თუმცა კურსებზე მოსახვედრად ძალიან დიდი კონკურსია. მომღერალთა, პიანისტთა, ორგანისტთა, დირიჟორთა და კომპოზიტორთა გარდა მხოლოდ იმდენი სტუდენტი ხვდება ყოველწლიურად, რამდენიც ერთი ორკესტრის შევსებას სჭირდება. შესაბამისად, წლიური კონტინგენტი მხოლოდ 200-მდე სტუდენტია.
კურტისის წარსულ დირექტორთა შორის იყვნენ პიანისტი ჯოზეფ ჰოფმანი, კომპოზიტორი რანდალ თომპსონი, ვიოლინისტი ეფრემ ზიმბალისტი, უფრ., პიანისტი რუდოლფ სერკინი, ჯონ დე-ლანსი, უფრ. (ფილადელფიის ორკესტრის მთავარი ობოისტი მრავალი წლის განმავლობაში). ამჟამად დირექტორია გარი ჰოფმანი (1995-დან).
კურტისის სახელგანთქმულ კურსდამთავრებულთა შორის არიან ჰაროლდ ბენეტი (გ. 1985) მეტროპოლიტენ ოპერის ორკესტრის ყოფილი მთავარი ფლუიტისტი; პიანისტი რიჩარდ გუდი, ვიოლინისტი ჰილარი ჰანი, დირიჟორი ლეონარდ ბერნსტაინი, სოპრანო ბენიტა ვალენტე, სოპრანო ანა მოფო, და ასევე ექსტრაორდინალური პიანისტი ლანგ ლანგი. აქვე სწავლობდა ასევე ლეგენდარული კუბელი პიანისტი ხორხე ბოლეტი. კურსდამთავრებულები იყვნენ აგრეთვე ამერიკელი კომპოზიტორები სემიუელ ბარბერი, დერონ ჰაგენი, ჯიან კარლო მენოტი და ნედ რორემი.