მაგნა კარტა
ვიკიპედიიდან
მაგნა კარგა (ლათ. Magna Carta - ”დიდი ქარტია”), ასევე Magna Carta Libertatum (თავისუფლებათა დიდი ქარტია) -- გამოიცა ინგლისში 1215 წელს და იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა ხანგრძლივი ისტორიული პროცესისა, რომლის შედეგად თანამედროვე კონსტიტუციური სამართალი ჩამოყალიბდა. მაგნა კარტა თავდაპირველად შეიქმნა რომის პაპს, მეფე ჯონსა და მის ინგლისელ ბარონთა შორის მეფის უფლებების შესახებ უთანხმოების გამო. ქარტიის თანახმად მეფეს გარკვეული უფლებები უნდა დაეთმო, დამორჩილებოდა სამართლებრივ პროცედურებს და ეღიარებინა, რომ მეფეც შეზღუდული იყო კანონით.