მეტროპოლიტენ ლაიფ ტაუერი
ვიკიპედიიდან
მეტ ლაიფ ტაუერი | |
მეტ ლაიფ ტაუერი იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა 1909-1913 წლებში. * | |
მანამდე | ზინგერის შენობა |
შემდეგი | ვულუორზ ბილდინგი |
მისამართი | 1 მედისონ ავენიუ, მანჰეტენი, აშშ |
სიმაღლე | 213 მ / 50 სართ. |
შენდებოდა | 1892-1909 |
დაინგრა | {{{დაინგრა}}} |
---|---|
* იხ. მსოფლიოს უმაღლესი სტრუქტურები სხვა კლასიფ.-თვის |
მეტროპოლიტენ ლაიფ ინშურანს კომპანი ტაუერი (Metropolitan Life Insurance Company Tower, ასევე Met Life Tower) 2005 წლამდე სადაზღვევო კომპანია მეტროპოლიტენ ლაიფის შტაბ-ბინა მედისონ ავენიუზე, ნიუ-იორკი, მსოფლიოს უმაღლესი შენობა იყო 1909-1913 წლებში, რის შემდეგაც ეს ტიტული ვულუორზ ბილდინგს გადასცა.
თავდაპირველ 11-სართულიან შენობას, რომელსაც მთელი ბლოკი ეჭირა, ტაუერი მოგვიანებით დააშენეს. ტაუერის პროექტის შთაგონებად ვენეციაში სან მარკოს კამპანილე გახდა. კომპანიამ ნაპოლეონ ლებრუნ ენდ სანს დააპროექტა 213 მ-ის შენობა 52 სართულით, რაც მისი ძველი მსოფლიოს კოლეგაზე ორჯერ უფრო მაღალი იყო. მშენებლობა კომპანია ჰედენმა განახორციელა.
ტაუერს ოთხი საათი აქვს, კოშკის ოთხივე მხარეს. ყოველი საათი 8 მ-ია დიამეტრში, ხოლო მისი ყოველი ციფრი 1,2 მ. საათის ისრები თითო ნახევარ ტონას იწონის. თავდაპირველად ტაუერის ფასადი ტაკაჰოს მარმარილოთი მოაპირკეთეს, თუმცა 1964 წელს აღდგენისას მარმარილო უბრალო კირქვით გამოცვალეს, რამაც ასევე შეცვალა ძველი რენესანსის აღორძინების დეტალები უფრო სწორხაზოვანი, თანამედროვე იერით. შენობის ადრეული ორნამენტები თითქმის მთლიანად შემოაცალეს.
2002 წელს დასრულებული სამ წლიანი რეკონსტრუქციით შენობის ფასადში თანამედროვე კომპიუტერიზებული ფერადი განათების სისტემა ჩამონტაჟდა, ემპაია სტეიტ ბილდინგის მსგავსად, რომელიც ფერს იცვლის სეზონისა თუ დღესასწაულის შესაბამისად.
2005 წლის მარტში სლ გრინ რიალტი ტრასტმა ტაუერი შეისყიდა და მას საცხოვრებელ ბინებად გადაკეთებას უპირებს (რამდენიმე ადგილი ვაკანტურია ;), თუმცა ძირითადი შენობა ოფისებისთვის დარჩება.