მოსახლეობა
ვიკიპედიიდან
მოსახლეობა არის რაიმე ადგილის (ქვეყნის, ქალაქის და მისთანას) მცხოვრებთა ერთობლიობა. რაოდენობრივად იგი მუდმივად იცვლება ზრდის (დაბადება, იმიგრაცია) ან კლების (გარდაცვალება, ემიგრაცია) გამო. როგორც ყველა ბიოლოგიური პოპულაცია, ასევე ადამიანები, განიცდიან კვების, ჯანმრთელობის და გარემოს სხვა ფაქტორების ზემოქმედებას. მოსახლეობის განვითარებაზე მოქმედებენ ასევე სოციალური (ტრადიციები) და სამეცნიერო-ტექნიკური (მედიცინა) ფაქტორები.
მეცნიერება, რომელიც სწავლობს მოსახლეობის ევოლუციას, არის დემოგრაფია, ხოლო რომელიც აგროვებს ინფორმაციას მის შესახებ და აანალიზებს მათ - სტატისტიკა.