მხედრული (დამწერლობა)
ვიკიპედიიდან
მხედრული, ქართული დამწერლობის განვითარების ბოლო, მესამე საფეხური (ასომთავრული, ნუსხური, მხედრული). მხედრული დამწერლობა იქმნებოდა თანდათანობით, უფრო ადრეული ქართული დამწერლობის - ნუსხურის საფუძველზე. მხედრულის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლები IX საუკუნიდან მოგვეპოვება (ატენის სიონი).
ქართული ისტორიული წყაროების საფუძველზე ირკვევა, რომ მხედრული VI საუკუნიდან უნდა არსებულიყო, როგორც სახელმწიფო საკანცელარიო დამწერლობა. ივანე ჯავახიშვილი ადრეულ მხედრული დამწერლობას მრგლოვან ნუსხა-ხუცურს და მდივან-მწიგნობრულ დამწერლობას უწოდებს.
XIX საუკუნის დამლევამდე ქართული დამწერლობის სამივე სახეობა იხმარებოდა. ამ დროიდან მხედრული დამწერლობამ უპირატესობა მოიპოვა. ბეჭდური საქმის დამკვიდრებისა და განვითარების შედეგად კი იგი ერთადერთ საყოველთაო ქართულ დამწერლობად იქცა. მხედრული დამწერლობის საფუძველზე შეიქმნა ქართული ბეჭდური მწიგნობრული შრიფტები.
![]() |
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |