ოპერაცია ოვერლორდი
ვიკიპედიიდან
სამხედრო ოპერაცია "ოვერლორდი" (ინგლ.: Operation Overlord) ეწოდება დასავლელი მოკავშირეების მიერ ჩატარებულ ოპერაციას, რომელიც მიზნად ისახავდა გერმანელთა განდევნას ჩრდილოეთ საფრანგეთიდან და იქ მომდევნო ოპერაციებისათვის მყარი ბაზისის შექმნას. "ოვერლორდის" ოპერაციას განეკუთვნებიან მოკავშირეთა ჯარების გადასხმა ნორმანდიაში (ოპერაცია ნეპტუნი) და მისი მომდევნო სამხედრო ოპერაციები. "ოვერლორდი" მიმდინარეობდა 1944 წლის 6 ივნისიდან (დი-დეი) 1944 წლის 25 აგვისტომდე (მოკავშირეთა ჯარების მიერ პარიზის აღება).