პეტრე (V ს.)
ვიკიპედიიდან
პეტრე, ქართლის პირველი კათოლიკოსი დაახლოებით V საუკუნის 60-70-იან წლებში, ეროვნებით ბერძენი. ჯუანშერის (XI საუკუნე) ცნობით, პეტრე წინათ ქ. ნაზიანში იყო მღვდლად. ბიზანტიის წინააღმდეგ ირან-საქართველოს ომის დროს ვახტანგ გორგასალმა საიდუმლოდ გაგზავნა მოციქულად ბიზანტიაში.
პეტრემ ხელი შეუწყო ბიზანტიასა და საქართველოს შორის მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობის დამყარებას. კათოლიკოსად დანიშნა ვახტანგ გორგასალმა, აკურთხეს საბერძნეთში.