პეტრე გელათელი
ვიკიპედიიდან
პეტრე გელათელი, XII საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი. მოღვაწეობდა გელათში. მისი ნაწერებიდან ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ ორი იამბიკო. ერთში შექებულია იოანე პეტრიწი, მეორეში - "კლემაქსის" ავტორი იოანე სინელი. იამბიკოები ჩართულია "კლემაქსის" პეტრიწისეულ პროზაულ თარგმანში (XIII საუკუნის ხელნაწერი A-39 - ხელნაწერთა ინსტიტუტი). ანტონ I კათოლიკოსის აზრით, "სტიხნი პეტრესნი" ჰგვანან იეზეკიელის, იოანე ფილოსოფოსის და ეფრემ ქართველთა მნათობის ლექსებს და "ესეც კმა ქებადო".