როსტომი, კონსტანტინე ბატონიშვილის ძე
ვიკიპედიიდან
როსტომი (― † 1605), იმერეთის მეფე 1590-1605, კონსტანტინე ბატონიშვილის ძე. გამეფდა ოდიშის მთავრის მამია IV დადიანისა და იმერელ თავადთა ერთი ნაწილის მხარდაჭერით. იმავე წელს გიორგი II გურიელმა როსტომი ოსმალთა დახმარებით ტახტიდან ჩამოაგდო და ბაგრატ თეიმურაზის ძე ბატონიშვილი გაამეფა. როსტომი მანუჩარ I დადიანთან გაიქცა. მალე როსტომმა დადიანის დახმარებით ტახტი დაიბრუნა. იმერეთის საქმეებში ჩაერია ქართლის მეფე სიმონ I, რომელსაც იმერეთის შეერთება ჰქონდა გადაწყვეტილი. ოფშკვეთის ბრძოლაში (1590) გამარჯვების შემდეგ როსტომმა საბოლოოდ შემოიმტკიცა ტახტი და სიმონს I-ს მოურუგდა.