სავათი
ვიკიპედიიდან
სავათი (Otis tarda), დიდი ზომის ფრინველი წეროსნაირთა რიგისა. გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას, ნაწილობრივ მოზამთრეობისას. ბინადრობს ველ-მინდვრებზე, ზეგნებზე, ყამის მიწებზე. ბუდობს წყვილებად ან მცირერიცხოვან გუნდებად. მაისში დებს 1-6 (ჩვეულებრივ 2) კვერცხს. ინკუბაცია 1 თვემდე გრძელდება. იკვებება მცენარეთა თესლით, ტუბერებით და სხვა, უფრო იშვიათად - მწერებით, მღრღნელებით. ყამირი მიწების ათვისებისა და ბრაკონიერული ნადირობის გამო მეტად იშვიათი გახდა. შეტანილია "წითელ წიგნში".