ქაიხოსრო III გურიელი
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ქაიხოსრო" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ქაიხოსრო |
ქაიხოსრო III გურიელი ( † დაახლოებით 1747 შემდეგ), გურიის მთავარი 1717. მამია III გურიელის ვაჟი. გამთავრებამდე ბერად ყო შემდგარი. 1717 ხელისუფლება წაართვა ძმამ - გიორგი IV გურიელმა. ქაიხოსრო ქართლის სამეფო კარს შეეხიზნა (მისი პაპიდა, თუთა, ვახტანგ VI-ის დედა იყო) და 1724 ვახტანგ VI-თან ერთად რუსეთში წავიდა, სადაც 1741-იდან ქართველ ჰუსართა პოლკს მეთაურობდა.