ყირგიზეთი
ვიკიპედიიდან
|
|||||
დევიზი: (არ აქვს) |
|||||
სახელმწიფო ენა | ყირგიზული, რუსული | ||||
დედაქალაქი | ბიშკეკი | ||||
პრეზიდენტი | იშენბაი კადირბეკოვი | ||||
პრემიერ-მინისტრი | ნიკოლაი ტანაევი | ||||
ფართობი - ხმელეთი - % წყალი |
სიდიდით 85-ე 198,500 კვ.კმ 3,6% |
||||
მოსახლეობა - რაოდენობა - სიმჭიდროვე |
სიდიდით 112-ე 4,753,000 24/km² |
||||
დამოუკიდებლობა - თარიღი |
სსრკ-დან 31 აგვისტო 1991 |
||||
ვალუტა | სომი | ||||
დროის ზონა | დზკ +5 (ზდ +6) | ||||
სახელმწიფო ჰიმნი | ყირგიზეთის ჰიმნი | ||||
ინტერნეტის დომენი | .kg | ||||
სატელეფონო კოდი | 996 |
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ყირგიზეთის რესპუბლიკა.
- ეროვნული: Кыргызстан; Kyrgyz Respublikasy.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა ცენტრალურ აზიაში. მოსაზღვრე ქვეყნებია - ჩინეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი. ფართობი - 198.500 კვ.კმ. ბუნება - ქვეყნის ტერიტორიის 90% ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა მდებარეობს. უდიდესი ტბა - ისიკ-კული. ქვეყნის უდიდესი მწვერვალია გამარჯვების პიკი - 7439 მ.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი. 2005 წლის 24 მარტიდან პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელია იშენბაი კადირბეკოვი.
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (ჟოგორკუ კენეში - 70 წევრი, საკანონმდებლო ასამბლეა - 35 წევრი).
[რედაქტირება] ტერიტორიული მოწყობა
ყირგიზეთი ადმინისტრაციულად იყოფა 7 ოლქად (oblasty) და 2 ქალაქად (shaar), ესენია:
- ქალაქი ბიშკეკი
- ქალაქი ოში
- ბატკენის ოლქი
- ოშის ოლქი
- ჩუის ოლქი (ცენტრი - ბიშკეკი)
- ჯალალაბადის ოლქი
- ნარინის ოლქი
- ტალასის ოლქი
- ისიკ-ყულის ოლქი (ცენტრი - კარაკოლი)
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 4.892 ათასი (2003), მათ შორის 52% ყირგიზი, 18% რუსი, 13% უზბეკი, 2,5% უკრაინელი, 2,4% გერმანელი.
- სახელმწიფო ენები - ყირგიზული და რუსული.
- რელიგია - ისლამი.
- დედაქალაქი - ბიშკეკი (825 ათასი). დიდი ქალაქები - ოში (226), ჯალალ-აბადი (76).
[რედაქტირება] ეკონომიკა
მიუხედავად დონორების, პირველ რიგში საერთაშორისო სავალუტო ფონდის, დიდი დახმარებისა, დამოუკიდებლობის შემდეგ ყირგიზეთი ეკონომიკურ სიძნელეებს განიცდის. მთავარი ბუნებრივი რესურსები - ჰიდროენერგია, ოქრო და მიწის იშვიათი ლითონების მნიშვნელოვანი მარაგები, ქვანახშირის, ნავთობის და ბუნებრივი აირის ექსპლუატაცია საკუთარი მოხმარებისათვის; ვერცხლისწყალი, ბისმუტი, ტყვია, თუთია. საექსპორტო პროდუქცია - კვების პროდუქტები, მანქანათმშენებლობის პროდუქცია, შალი, ლითონები. ეროვნული ვალუტა - სომი (KGS);
[რედაქტირება] უახლესი ისტორია
ქვეყნის ტერიტორია 1855 წლიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. 1924 წელს შეიქმნა ყარა-ყირგიზეთის ავტონომიური ოლქი, 1926 წელს - ყირგიზეთის ასსრ. 1936 წელს - შეიქმნა ყირგიზეთის სსრ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. 2005 წლის მარტში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა დაასრულა ასკარ აკაევის 15 წლიანი მმართველობა.
[რედაქტირება] კულტურა
- არქიტექტურა: მანასის მავზოლეუმი (XIV ს,), კოშკი «ბურანა» (XI ს.), მავზოლეუმი უზგენეში (XII ს.), შაჰ-ფაზილის მავზოლეუმი (XII ს).
- ტურიზმი: ყირგიზეთის უმთავრესი ღირშესანიშნაობაა ისიკ-ყულის ტბა, რომლის ირგვლივ ტურისტული ბაზები და დასასვენებელი სახლებია განლაგებული.
დსთ–ს ქვეყნები | |
აზერბაიჯანი | ბელარუსი | თურქმენეთი | მოლდოვა | საქართველო | რუსეთი | სომხეთი | ტაჯიკეთი | უზბეკეთი | უკრაინა | ყაზახეთი | ყირგიზეთი |