ცენტურია
ვიკიპედიიდან
ცენტურია - (ლათ. centuria centum-დან ასი) ძველ რომში მოსახლეობის ქონებრივი და ასაკობრივი ნიშნით დაყოფის ერთეული. ასევე დანაყოფი რომაულ არმიაში.
რომის მეფემ სერვიუს ტულიუსმა (ძვ. წ. VI საუკუნე) რომის მოსახლეობა ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით ცენზებად დაყო. ცენზის მიზანი იყო მდიდარი პატრიციების და პლებეებისგან.
ერთიანი პოლირტიკური ერთეულის ჩამოყალიბერბა. მან რომის მოსახლეობა ქონებრივი ცენზით 6 კლასად და 193 ცენტურიად დაყო. თითო ცენტურია თითო კენჭისმყვრელ ერთეულს წარმოადგენდა, მათი შეკრება კი ცენტურიალური კომიცია გახდა.
ხალხი განიხილებიდა როგორც ჯარი და მთელი მოსახლეობა დაყოფილი იყო მხედრებად (equites) და ქვეითებად (pedites). ქვეითები იყოფოდნენ ზოგი ცნობებით ხუთ და ზოგით (დიონისიუს გალიკარნასელი) ექვს კლასად. მეექვსე კლასში ითვლებოდნენ ყველა, ვინც ქონებრივი ცენზით ვერ აღწევდა მეხუთე კლასს. იმის მიხედვით თუ რომელ კლასს მიეკუთვნებოდა ადამიანი, განისაზღვრებოდა თუ რა ნალოგი უნდა გადაეხადა და რა სახის სამხედრო სამსახური გაეწია.
კომიციებში კენჭის ყრისას ყოველი კლასი იყოფოდა ცენტურიებად. იგულისხმებოდა რომ თითო ცენტურიაში 100 კაცი უნდა ყოფილიყო, თუმცა პრაქტიკაში ცენტურიებში ხალხის რაოდენობა განსხვავდებოდა. ცენტურიის წევრები იყოფოდნენ ასაკის მიხედვითაც, ნაწილი იყო უფროსი ნაწილი უმცროსი. უმცროსები იყვნენ კაცები 17-დან 46 წლამდე, 46-ს ზემოთ კი უფროსების ცენტურიაში გადადიოდნენ. ყოველ ცენტურიას ჰქონდა თითო ხმა, ამრიგად კლასს იმდენი ხმა ჰქონდა, რამდენი ცენტურიაც იყო მასში. ასევე იყვნენ მხედრებიც დაყოფილი ცენტურიებად. ჩვენამდე კლასებად და ცენტურიებად დაყოფის ორმა წყარომ მოაღწია, ესენი არიან დიონისიუსი და ტიტუს ლივიუსი, მათი მონაცემები ცოტა არ იყოს განსხვავდება, ქვემოთ ცხრილში ორივე ავტორის მონაცემებია მოყვანილი.
ლივიუსის მიხედვით | დიონისიუსის მიხედვით | |
---|---|---|
I კლასი | ცენზი 100 000 ასი 40 უფროსი ცენტურია 40 უმცროსი ცენტურია 2 დამატებითი ცენტურია1 |
ცენზი 100 მინა 40 უფროსი ცენტურია 40 უმცროსი ცენტურია |
II კლასი | ცენზი 75 000 ასი 10 უფროსი ცენტურია 10 უმცროსი ცენტურია |
ცენზი 75 მინა 10 უფროსი ცენტურია 10 უმცროსი ცენტურია 2 დამატებითი ცენტურია |
III კლასი | ცენზი 50 000 ასი 10 უფროსი ცენტურია 10 უმცროსი ცენტურია |
ცენზი 50 მინი 10 უფროსი ცენტურია 10 უმცროსი ცენტურია |
IV კლასი | ცენზი 25 000 ასი 10 უფროსი ცენტურია 10 უმცროსი ცენტურია |
ცენზი 25 მინი 10 უფროსი ცენტურია 10 უმცროსი ცენტურია მუსიკოსების 2 ცენტურია (ერთი კენჭს უფროსებთან იყრიდა, მეორე უმცროსებთან) |
V კლასი | ცენზი 11 000 ასი 15 უფროსი ცენტურია 15 უმცროსი ცენტურია მუსიკოსების და მარაგის 3 ცენტურია პირადად აღრიცხულთა (capite censorum) 1 ცენტურია |
ცენზი 12.5 მინი 15 უფროსი ცენტურია 15 უმცროსი ცენტურია |
VI კლასი | - | ცენზი 12.5 მინაზე ნაკლები პირადად აღრიცხულთა (capite censorum) 1 ცენტურია |
ამრიგად ლივიუსის მიხედვით გამოდის 194 ცენტურია ხოლო დიონისიუსის მიხედვით 193. ლუწი რიცხვი იმ პირობებში როდესაც უმრავლესობა წყვეტს საკითხს მოუხერხებელია, ამიტომ დიონისიუსის ცნობებს მიიჩნევენ მართებულად. ციცერონიც ამ საკითხში ემხრობა დიონისიუსის მონაცემებში, სხვა მხრივ კი მისი ცნობები განსხვავდება ზემოთ მოყვანილთაგან. სიმართლის დადგენას ისიც ართულებს რომ ჩვენამდე მოღწეული ტექსტები ძლიერ დაზიანებულია.
[რედაქტირება] ცენტურია - ლეგიონის დანაყოფი
გაიუს მარიუსის სამხედრო რეფორმის შემდეგ ცენტურია გახდა ლეგიონის ტაქტიკური ერთეული. იგი შედგებოდა ჯერ 100 შემდეგ 80 და ბოლოს 60 მეომრისგან და ემორჩილებოდა ცენტურიონს. ცენტურიაში შედიოდა 10 კონტუბერნიუმი. ორი ცენტურია შეადგენდა ერთ მანიპულას.
[რედაქტირება] შენიშვნები
- ^ - ხელოსნების ცენტურიები?