წერეთელი, სიმონ
ვიკიპედიიდან
სიმონ ზურაბის ძე წერეთელი (* 1773), წერეთელთა სათავადო სახლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. სოლომონ II-ის პოლიტიკის მიმდევარი, მისი ამალის წევრი. 1810 წელს თბილისიდან გაქცეულ მეფეს, ახალციხის საფაშოში გაჰყვა, შემდეგ კი - ემიგრაციაში თურქეთში. სამშობლოში დაბრუნდა მეფის გარდაცვალების შემდეგ (1816) და შეურიგდა რუსეთის მთავრობას. 1819-1820 წლებში იმერეთის აჯანყების დროს რუსეთის მთავრობის ერთგულებისათვის კაპიტნის ჩინი უბოძეს.