წულუკიძე, პაატა
ვიკიპედიიდან
პაატა წულუკიძე ( † 1656), იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, "წუწკად" წოდებული. იმერთა მეფის გიორგი III-ისა და ლევან II დადიანის თანამედროვე. 1610-იან წლებში, მეფისაგან შერისხული, ოდიშის სამთავროში გადაიხვეწა. დადიანმა ზუგდიდის მახლობლად ადგილ-მამული უბოძა, რომელსაც შემდეგ "ნაწულუკუ" (წულუკუძის ნაქონი) ეწოდა. წულუკიძე დადიანის პირველი ვეზირი გახდა. იგი უფრო მეტად ამწვავებდა ურთიერთობას გიორგი III-სა და ლევან II დადიანს შორის და დადიანს იმერეთის სამეფოს მიმართ აგრესიისაკენ აქეზებდა. წულუკიძე ქართველ პოლიტიკოსთა იმ ჯგუფში იყო, რომელიც კახთა მეფე თეიმურაზ I-ისა და მისი მომხრე გიორგი III-ის წინააღმდეგ იბრძოდა.
დიდი ღვაწლი მიუძღვის იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის მატერიალური უზრუნველყოფაში, რის გამოც ის გამოსახელია ამ მონასტრის კედელზე. ბოლოს კათოლიკობა მიიღო.