ჯუ სი
ვიკიპედიიდან
ჯუ სი (ჩინ. 朱熹; * 1130 ― † 1200), ჩინელი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, ნეოკონფუციანელობის წარმომდგენელი. ავითარებს დუალისტურ კონცეფციას ორი საწყისის - იდეალურის - "ლის" ("კანონი", "პრინციპი", "წესი"), რომელიც წინ უსწრებს ყველაფერს, და მატერიალურის - "ცის" ("ნივთიერება", "მატერიალური ძალა") უფორმო "ტაი-ციში" ("დიადი საზღვარი", "დიადი პირველსაწყისი") გაერთიანების შესახებ. ჯუ სის თვალსაზრისმა დიდი გავლენა მოახდინა ფილოსოფიური აზრის განვითარებაზე არა მარტო ჩინეთში, არამედ კორეაშიც.