ამბერსაძე, ნიკოლოზ
ვიკიპედიიდან
ნიკოლოზ დიმიტრის ძე ამბერსაძე (* 1754 ― † 1814), რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი. იბრძოდა რუსეთ-ოსმალეთის 1787-1791 ომში. 1797 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. 1798 იყო ორენბურგის დივიზიის არტილერიის ინსპექტორი, 1799 - რუსეთის არმიის არტილერიის ინსპექტორი. XIX საუკუნის დასაწყისში ამბერსაძე სამხედრო სამსახურიდან გადადგა.