ანდრონიკაშვილი, ქეთევან
ვიკიპედიიდან
ქეთევან პაპუნას ასული ანდრონიკაშვილი (* 1754 ― † 2 ივნისი, 1782), გიორგი ბატონიშვილის (შემდგომში გიორგი XII) პირველი მეუღლე.
1778 ოქტომბერში შიდა ქართლიდან თბილისში მიმავალ ანდრონიკაშვილს ღართისკართან დაუხვდა ხუთასამდე ლეკი. ქეთევანს თან ახლდა სამასამდე ცხენოსანი - მორიგე ჯარის რაზმი. გულადმა ქალმა თვით იკისრა მცველთა მეთაურობა და სასტიკად დაამარცხა ლეკთა მოთარეშე რაზმი. ერეკლე II ამალით შეეგება თავის რძალს და პატივის ნიშნად აღლუმი გაუმართა. დასაფლავებულია დავითგარეჯაში.