არისტარქე
ვიკიპედიიდან
არისტარქე (ბერძნ. Aristarchos), კოლხეთის მმართველი, დანიშნა პომპეუსმა ძვ. წ. 65 წელს. მმართველი იყო ძვ. წ. 52 - ძვ. წ. 51 წლებშიაც. ზოგიერთი ავტორი (ევტროპიუსი, ფესტუსი) არისტარქეს მეფედ მოიხსენიებს, ზოგი (აპიანე ალექსანდრიელი) - დინასტად (მმართველად). არისტარქეს დროს კოლხეთი რომთან ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა.