არისტარქე კოლხის დრაქმა
ვიკიპედიიდან
არისტარქე კოლხის დრაქმა, ვერცხლის მონეტა (წონა 3,25 - 3,75 გ), მოჭრილი კოლხეთის მმართველის არისტარქეს სახელით ძვ. წ. 52 - ძვ. წ. 51 წლებში. მონეტის შუბლზე გამოსახულია გვირგვინოსანი მამაკაცი - არისტარქე, ანდა ჰელიოსი თუ პომპეუსი. ზურგზე გვირგვინოსანი ქალღმერთი და ბერძნული ზედწერილი: "არისტარქესი [რომელიც] კოლხეთში მმართველობდა [წელსა] თორმეტსა".