არკანზასი
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "არკანზასი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: არკანზასი (მრავალმნიშვნელოვანი) |
არკანზასი (Arkansas, Ar), შტატი აშშ-ში, მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთის ცენტრალურ რეგიონში. სახელი ეწოდა ინდიელთა ტომის არკანზას მიხედვით. 1541 წელს გამოიკვლია ფერნანდო დე სკოტომ. 1648 – შეიქმნა ევროპელთა პირველი კოლონიები. 1815-დან აშშ-ს ტერიტორიაა, 1836-დან – შტატი. 1861-1868 წლებში კონფედერაციის წევრი იყო.
- ფართობი – 135 ათასი.
- მოსახლეობა - 2,729 ათასი. (თეთრი 82,7 %, აფროამერიკელი 15,9 %, ლათინურამერიკელი 0,8 %).
- ქალაქის მოსახლეობა - 51,5 %.
- ქალაქები – ლიტლ-როკი (დედაქალაქი), 176 ათასი, ფორტ-სმიტი, 76 ათასი.