არშუშა
ვიკიპედიიდან
არშუშა, ქვემო ქართლის ანუ გუგარეთის მთავარი (პიტიახში) V საუკუნის შუა წლებში. ქართული და სომხური წყაროების ცნობით იგი ყოფილა კაცი "ჭკვიანი და გამომრჩეველი", მშობლიური კულტურის, ქრისტიანული ეკლესიის მოამაგე. დაახლოებით 450 წელს, ამიერკავკასიაში მაზდეანობა რომ გაევრცელებინათ, არშუშა ქართლის, სომხეთისა და ალბანეთის დიდებულებთან ერთად ირანში შაჰ იეზდიგერდ II-ის კარზე გაიწვიეს. აქ მისი რჩევით ამ სამი ქვეყნის თავკაცებმა ფორმალურად უარყვეს ქრისტიანობა და აღიარეს მაზდეანობა, რათა თავიანთი ქვეყნები აოხრებისაგან ეხსნათ. ამის სემდეგ შაჰმა არშუშა ერთხანს მძევლად დაიტოვა.
ჩანს, არშუშა თანაუგრძნობდა სომხეთის 450-451 აჯანყებას. მის კარზე თავი შეაფარეს და კარგი განათლება მიიღეს მისი ქვისლის, აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ჰმაიაკ მამიკონიანის ვაჟებმა.