აფხაზეთის ქედი
ვიკიპედიიდან
აფხაზეთის ქედი, ჩხალთის ქედი, მთიანი ქედი დიდი აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე. მდ. ჩხალთის აუზს გამოყოს მდინარეების ამტყელის, ჯამბალის, ქუაბჩარისა და ზიმის აუზებისაგან. წარმოადგენს ბზიფის ქედის აღმოსავლეთ განშტოებას და გადაჭიმულია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის პარალელურად. სიგრძე 70 კმ, სიმაღლე 3156 მ-მდე. თხემი დანაწევრებულია, საიდანაც ეშვება მყინვარები. აგებულია ძირითადად იურული პორფირიტებისა და ფიქალისაგან. ქედზე გავრცელებულია მთა-ტყისა და მთა-მდელოს ლანდშაფტები. მწვერვალები: შხაფიძგა (3026 მ), შოუდიდი (2756 მ), აწგარა (2735 მ), ჟურგია (2295 მ) და სხვა.