ბარბარიზმი
ვიკიპედიიდან
ბარბარიზმი (< ბერძნ. barbaros - უცხო), ამა თუ იმ ენის ბუნებისათვის შეუფერებელი გამონათქვამი ან სიტყვა, რომელიც შექმნილია სხვა ენის წესის მიხედვით. მაგ., ქართულში "არ მაწყობს" (შდრ. რუს. меня не устраивает), "თავისთან არის" (он у себя), "ძირითადში" (в оцновном). ბარბარიზმი ისეთი კალკია, რომელიც არღვევს მოცემული ენის სალიტერატურო ნორმას. ბარბარიზმად ითვლება აგრეტვე საჭიროების გარეშე ნახმარი უცხო სიტყვა.
მხატვრულ ლიტერატურაში ბარბარიზმს მიმართავენ პერსონაჟის დასახასიათებლად, სოციალური გარემოს დასახატავად. სხვა ხალხთა ყოფის რეალიების, ადგილობრივი კოლორიტის გადმოსაცემად. ბარბარიზმების ხაზგასმული სიჭარბით ხმარებას "მაკარონული მეტყვება" ეწოდება. «ქართული ღვინო! ეტო გლუპოსტ! რა ღვინოა, ჰსწორეთ კლუკვენი კვასია! კლუკვას რა ჰქვიან? ძა... ძახველი» (გ. ერისთავი).