ბრაზილიური პორტუგალიური
ვიკიპედიიდან
ბრაზილიური პორტუგალიური (português brasileiro [pohtu'gejsh brazi'le(j)ru]) - განსხვავდება პორტუგალიურისაგან (პორტუგალიაში სალაპარაკო ენა) შემდეგი თვისებებით:
- წარმოთქმა (ბრაზილიაში რეგიონალურად განსხვავდება)
- ორთოგრაფია (მართლწერა)
- გრამატიკა
- ლექსიკა
სექციების სია |
[რედაქტირება] წარმოთქმა
ცალკეულ რეგიონში წარმოთქმა სხვადასხვაა, მიუხედავად ამისა ყოველი მათგანი აღიარებულია როგორც სწორი.
- ხმოვნები:
- a- ყველა პოზიციაში იკითხება როგორც ღია [a] გარდა პოზიციისა m, n და nh-ის წინ; m, n და nh-ის წინ როგორც დახურული , ცოტათი ცხვირისმიერი [a]. წააგავს ინგლისურ a-ს სიტყვაში: about (Brit. Eng.).
- e- მახვილით, m, n, [sh], [zh], lh, nh-ს წინ და აგრეთვე მახვილიანი მარცვლის წინ - დახურული [e]. მაშინაც დახურული, თუ წინა მარცვალს es, ex თანხმოვანი მოსდევს; მახვილიანი მარცვლის წინ როგორც [i]: menino [mi'ninu] - ბიჭი, estar [i'shtah] - ყოფნა ; აგრეთვე უმახვილო სიტყვებში როგორც [i]: e [i] - და (კავშირი), de [dzhi] - -დან; -ზე; -ით; შესახებ ; დანარჩენ შემთხვევაში როგორც ღია [æ].
- i- [i].
- o- უმახვილო მარცვალში r, n, m-ს წინ, მახვილიანი მარცვლის წინ, მახვილით m, n და nh-ს წინ იკითხება როგორც დახურული [o]; მახვილიან მარცვალში როგორც ღია [o]; მახვილიანი მარცვლის წინ და აგრეთვე უმახვილო მარცვალში სიტყვის ბოლოს როგორც [u]: bonito [bu'nitu] - ლამაზი.
- u- [u].
- ორალური დიფთონგები:
- ai- [aj]; [a] - თუ მომდევნო მარცვალში [sh] ან [zh] მოდის: caixa ['kasha] - ყუთი.
- au- [aw].
- ei- [ej]; [e] - თუ მომდევნო მარცვალში [sh] ან [zh] მოდის : peixe ['peshi] - თევზი.
- éi- [æj].
- eu- [ew].
- éu- [æw].
- iu- [iw].
- oi- [oj].
- ói- [oj] (ღია [o]!!!).
- ui- [uj].
- ნაზალური (ცხვირისმიერი) ხმოვნები:
- im, in- ცხვირისმიერი [i].
- em, en- ცხვირისმიერი [e] - სიტყვის შიგნით: entrar [~e'trah] - შესვლა.
- um, un- ცხვირისმიერი [u].
- om, on- ცხვირისმიერი[o].
- am, an, ã- ცხვირისმიერი [a] - სიტყვის შიგნით.
- ნაზალური (ცხვირისმიერი) დიფთონგები:
- ão, am- ცხვირისმიერი [aw]; am- იკითხება როგორც ცხვირისმიერი [aw] სიტყვის ბოლო უმახვილო მარცვალში (ზმნის ფორმებში): falam ['falãw] - ლაპარაკობენ (ისინი), ლაპარაკობთ (თქვენ), ლაპარაკობთ (თქვენ (თავაზიანი ფორმა, მრავლობითი რიცხვი)).
- õe- [õj].
- em, en- [~ej] - სიტყვის ბოლო უმახვილო მარცვალში (ზმნის ფორმებში): fazem ['faz~ej] - აკეთებენ (ისინი), აკეთებთ (თქვენ), აკეთებთ (თქვენ (თავაზიანი ფორმა, მრავლობითი რიცხვი)).
- ãe- [ãj].
შენიშვნა: ორალური დიფთონგი "ui" მხოლოდ სიტყვაში muito ['m~ujtu] - ბევრი; ძალიან - იკითხება როგორც ცხვირისმიერი დიფთონგი [uj] !!!
- თანხმოვნები და თანხმოვანთა ჯგუფები:
- b- [b].
- c- [s] - e-ს და i-ს წინ: cedo ['sedu] - ადრე; დანარჩენ შემთხვევაში როგორც [k].
- ç- [s] - a, o, u-ს წინ: cabeça [ka'besa] - თავი.
- ch- [sh].
- d- [d]; i და e [i]-ს წინ როგორც [dzh]: universidade [univehsi'dadzhi] - უნივერსიტეტი.
- f- [f].
- g- [g] - a, o, u-ს და თანხმოვნების წინ; e-ს და i-ს წინ - [zh].
- gu- [g] - e-ს და i-ს წინ .
- gü- [gw] - e-ს და i-ს წინ.
- h- [-] - არ იკითხება!
- j- [zh].
- l- [l]; როგორც მარცვლის ბოლო შემადგენელი ნაწილი (a, e, i, o, u-ს შემდეგ) წარმოითქმის როგორც [w]: Brasil [bra'ziw] - ბრაზილია (ქვეყანა).
- lh- [lj].
- m- [m]; და ნაზალურად (ცხვირისმიერად) [~] - am, em, im, om, um---> ნაზალური (ცხვირისმიერი) ხმოვნები და დიფთონგები.
- n- [n]; და ნაზალურად (ცხვირისმიერად) [~] - an, en, in, on, un---> ნაზალური (ცხვირისმიერი) ხმოვნები და დიფთონგები.
- nh- [nj].
- p- [p].
- qu- [k] - e-ს და i-ს წინ; a-ს და o-ს წინ - [kw].
- qü- [kw] - e-ს და i-ს წინ.
- r- [r] - ხმოვნებს შორის, თანხმოვნების შემდეგ გარდა l, n, s; r - იკითხება როგორც [h]: 1) rr (ორმაგი r) ხმოვნებს შორის: carro ['kahu] - მანქანა (ავტომობილი). 2) სიტყვის თავში: rico ['hiku] - მდიდარი. 3) თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოს: perder [peh'deh] - დაკარგვა. 4) l, n, s-ს შემდეგ: Enrico [~e'hiku] - ენრიკო (მამაკაცის სახელი).
- s- [s] - სიტყვის თავში, სიტყვის ბოლოს; ხმოვნებს შორის და b, d, g, v, z, j, m, n-ს წინ - [z]. შენიშვნა: რიო დე ჟანეიროში (o Rio de Janeiro [,u 'hiu dzhi zhane(j)ru] - პორტ. იანვრის მდინარე) სიტყვის ბოლოს და თანხმოვნების წინ როგორც [sh].
- sc- [s] - e-ს და i-ს წინ; დანარჩენ შემთხვევაში როგორც ცალკეული ასობგერა.
- t- [t]; [tch] - e [i]-ს და i-ს წინ: arte ['ahtchi] - ხელოვნება.
- v- [v].
- x- [sh] - უმეტესად; [s] - ex თანხმოვნის წინ; [z] - ex ხმოვნის წინ; [ks] ზოგიერთ, წარმოშობით ლათინურ, სიტყვებში.
- z- [z] - სიტყვის თავში და ხმოვნებს შორის; სიტყვის ბოლოს - [s].
შენიშვნა: ხშირად ხდება დიფთონგის წარმოშობა სიტყვის ბოლო მახვილიან მარცვალში, თუ ის s-ით ან z-ით ბოლოვდება: rapaz [ha'pajsh] - ბიჭი; pés ['pæjsh] - ფეხები.
[რედაქტირება] ორთოგრაფია (მართლწერა)
პორტუგალიურში არსებობს გრაფიკული მახვილი: ( ´ ) - acento agudo; ( ` ) - acento grave; ( ^ ) - acento circunflexo.
- მახვილი:
- პოტუგალიურში მახვილი უმეტესად სიტყვის ბოლოდან მეორე მარცვალზეა, თუ სიტყვა ორალურ ხმოვანზე ბოლოვდება (i-ს და u-ს გარდა) და აგრეთვე m და n-ზე: cidade [si'dadzhi] - ქალაქი; homem ['om~ej] - კაცი.
- მახვილი სიტყვის ბოლო მარცვალზეა: -(i)- თუ სიტყვა ორალურ დიფთონგზე, ნაზალურ (ცხვირისმიერ) ხმოვანზე (em, en, am, an-ს გარდა) და ნაზალურ (ცხვირისმიერ) დიფთონგზე (am, em, en-ს გარდა) ბოლოვდება: perguntei [pehg~u'tej] - ვიკითხე (შეკითხვა); alemão [ale'mãw] - გერმანელი. -(ii)- თუ სიტყვა i და u-ზე ბოლოვდება: abacaxi [abaka'shi] - ანანასი. თუ სიტყვა თანხმოვანზე ბოლოვდება (m ან s-ს გარდა): diretor [dzhire'toh] - დირექტორი.
- გრაფიკული მახვილის ფუნქცია:
- (´) - აჩვენებს, რომ მარცვალი მახვილიანი და ღიაა: alguém [aw'gæ~j] - ვიღაცა.
- (`) - გამოიყენება წინსართი "a"-ს შერწყმის დროს შემდეგ შემთხვევებში:
- a+a/as(მდ.სქეს. განსაზღვრული არტიკლი)= à/às
- a+aquele/aqueles/aquela/aquelas(ჩვენებითი ნაცვალსახელი - "ის")= àquele/àqueles/àquela/àquelas
- a+aquilo(უცვლელი ჩვენებითი ნაცვალსახელი - "ის")= àquilo
- (^) - დაესმის მხოლოდ a(â), e(ê), o(ô)-ს და აჩვენებს, რომ მარცვალი მახვილიანია და დახურული: estômago [ish'tomagu] - კუჭი.
გრაფიკული მახვილი გამოიყენება იმ შემთხვევაში:
- თუ სიტყვის მახვილიანი მარცვალი ზემოაღნიშნულ წესებს არ ეყრდნობა: você [vo'se] - შენ; sábado ['sabadu] - შაბათი.
- რათა ორი ხმოვნის შეხვედრის დროს დიფთონგის წარმოშობა თავიდან ავიცილოთ: saúde [sa'udzhi] - ჯამრთელობა.
- რათა ერთ მარცვლიან სიტყვებში ხმოვნების a, e, o წარმოთგმა წერის დროს განვასხვავოთ:
- dá [da] - აძლევს da [da] - -დან (de+a= da)
- é [æ] - ხარ (შენ), არის (ის), ხართ (თქვენ(თავაზიანი ფორმა, მხ.რიც.)) e [i] - და (კავშირი)
- pôr [poh] - დადება por [puh] - -ით, საშუალებით
- nós [nojsh] - ჩვენ nos [nush] - ჩვენ (პირდაპირი/ირიბი დამატება) nos [nush] - "-ებში" (em+os= nos).
გრაფიკული მახვილის გამოიყენება ბრაზილიაში და პორტუგალიაში განსხვავდება:
- შედარებისთვის:
- Brasil: Antônio Portugal: António
- Brasil: compramos (pret. simp.) - ვიყიდეთ Portugal: comprámos (pret. simp.) - ვიყიდეთ
c და t-ს კომბინაცია:
- შედარებისთვის:
- Brasil: ato Portugal: acto
- Brasil: seleção Portugal: selecção
- Brasil: atual Portugal: actual
qu და gu e-ს და i-ს წინ, როდესაც u (qu და gu-ში) წარმოითქმის:
- შედარებისთვის:
- Brasil: tranqüilizar Portugal: tranquilizar
- Brasil: freqüentemente Portugal: frequentemente
[რედაქტირება] გრამატიკა
გრამატიკაში შემდეგი განსხვავებებია:
- პირის ნაცვალსახელები (შენიშვნა!!!"მე/ჩვენ,შენ/თქვენ" - არ არიან პირის ნაცვალსახელები, არამედ ჩვენებითი სიტყვები. ისინი აჩვენებენ მოსაუბრეს და მსმენელს):
- Brasil: eu - მე, você - შენ, ele - ის (მამრ. სქ.), ela - ის (მდედ. სქ.), o senhor - თქვენ (მამრ. სქ. თავაზიანი ფორმა), a senhora - თქვენ (მდედ. სქ. თავაზიანი ფორმა), nós/a gente - ჩვენ, vocês - თქვენ, eles - ისინი (მამრ. სქ. მრ. რიც.), elas - ისინი (მდედ. სქ.მრ. რიც.), os senhores - თქვენ (მამრ. სქ. თავაზიანი ფორმა, მრ. რიც.), as senhoras - თქვენ (მდედ. სქ. თავაზიანი ფორმა, მრ. რიც.)
- Portugal: eu - მე, tu - შენ, ele - ის (მამრ. სქ.), ela - ის (მდედ. სქ.), você - თქვენ (თავაზიანი ფორმა), nós - ჩვენ, vocês - თქვენ
შედარებისთვის:
- ყოფნა ზმნის ser უღლება:
- Brasil === Portugal
eu sou - მე ვარ === eu sou - მე ვარ
você é - შენ ხარ === tu és - შენ ხარ
ele/ela é - ის არის === ele/ela é - ის არის
o senhor/a senhora é - თქვენ ხართ === você é - თქვენ ხართ
nós somos/a gente é - ჩვენ ვართ === nós somos - ჩვენ ვართ
vocês são - თქვენ ხართ === vocês são - თქვენ ხართ
eles/elas são - ისინი არიან === eles/elas são - ისინი არიან
os senhores/as senhoras são - თქვენ ხართ
- ინფინიტიური კოსტრუქცია განგრძობითი მოქმედების გამოსახატავად:
Brasil: estar + infinitivo Portugal: estar a + infinitivo:
-
- Brasil: Estou assistindo ao jogo de futebol na televisão. Portugal: Estou a assistir ao jogo de futebol na televisão. - ფეხბურთის თამაშს ვუყურებ (ამ წუთში) ტელევიზორში.
[რედაქტირება] ლექსიკა
ბრაზილიური პორტუგალიურის ლექსიკა , ევროპულ პორტუგალიურთან შედარებით, შეიცავს სიტყვებს:
- ბრაზილიის ტერიტორიაზე მცხოვრები ინდიელთა ენებიდან :
- ipiranga - (Tupi-guarani): "i" - მდინარე, "piranga" - წითელი
- ipanema - (Tupi-guarani): "i" - მდინარე, "panema" - ამღვრეული
- iguaçu - (Tupi-guarani): "i" - მდინარე, "guaçu" - დიდი
- აფრიკიდან შემოყვანილი შავკანიანების ენებიდან, ეგრედწოდებული - აფრობრაზილიური სიტყვები:
- samba, xangó, axé და ა.შ.
სიტყვათა მნიშვნელობა ბრაზილიურ და ევროპულ პორტუგალიურში სხვადასხვაა:
Brasil | Portugal |
---|---|
საპირფარეშო banheiro | casa de banho |
ანანასი abacaxi | ananás |
გოლი gol | golo |
ჟაკეტი jaqueta | blusão |
ავტობუსი ônibus | autocarro |