გზა შინისაკენ
ვიკიპედიიდან
გზა შინისაკენ (Der Weg zurück)არის ერიხ მარია რემარკის რომანი, რომელიც აღწერს პირველი მსოფლიო ომის უკანასსკნელ დღეებს და ომის დასრულების შემდეგ გერმანიაში დაბრუნებული ჯარისკაცების ახალ ცხოვრებასთან შეგუების სირთულეებს. რომანი 1931 წელს გამოვიდა.
ლოგიკურადაც და ქრონოლოგიურადაც ეს რომანი წარმოადგენს "დასავლეთის ფრონტი უცვლელიას" გაგრძელებას. როგორც პირველი რომანი, ესეც ავტობიოგრაფიულია.
სექციების სია |
[რედაქტირება] სიუჟეტი
რომანის მოქმედება იწყება 1918 წლის შემოდგომაზე, როდესაც ომი უკვე მთავრდებოდა. გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ ჯარისკაცები ბრუნდებიან სამშობლოში. გზად მათ ამერიკელები ეწევიან და ყოფილ მტრებს შორის იმართება ვაჭრობა.