გიორგი რაჭის ერისთავი
ვიკიპედიიდან
გიორგი რაჭის ერისთავი († 1787) , ერისთავი 1785-1787, როსტომ რაჭის ერისთავის ძე.
1769, როცა სოლომონ I-მა რაჭის საერისთავო გააუქმა და როსტომ ერისთავი და მისი შვილები დასაჯა, გიორგი რაჭის ერისთავი ცალი თვალით დააბრმავეს. იმავე წელს საპყრობილიდან გაიქცა და სტაბოლს შეაფარა თავი. აქ ის სულთნის სამსახურში ჩადგა "ქიორ-ბეგის" სახელით. 1784 სულთნის მხარდაჭერით დაიმედებული იმერეთში გამეფებას შეეცადა, მაგეამ მიზანს ვერ მიაღწია. 1785 იმერეთის მეფემ დავით II-მ გიორგი რაჭის ერისთავი ოსმალეთიდან მოიწვია და ახლად აღდგენილი რაჭის საერისთავოს ერისთავად დასვა.