გორის რაიონი
ვიკიპედიიდან
გორის რაიონი – ადმინისტრაციული რაიონი შიდა ქართლის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1917-30 წლებში - გორის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შემდეგ გორის რაიონს მიეკუთვნა ყოფილი ცხინვალის რაიონის ტერიტორია. რაიონული ცენტრია ქალაქი გორი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. ტერიტორია - 2320 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 640 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, ლიახვი, ტანა, თეძამი. ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტებია გორიჯვარი და ბოშური.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა - 150 ათასი კაცი; სიმჭიდროვე - 68 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 144 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 143 სოფელი.
[რედაქტირება] მმართველობა
რაიონის წარმომადგენლობითი ორგანოა რაიონის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო - გამგეობა. რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
- ქალაქის საკრებულო - 1: გორი;
- თემის საკრებულო - 23: ატენის, ახალუბნის, ბერბუკის, ბოშურის, დიცის, ვარიანის, ზეღდულეთის, კარალეთის, მერეთი, მეჯვრისხევის, სკრის, ტინისხიდის, ტირძნისის, ტყვიავის, ქვახვრელის, შავშვების, შინდისის, ძევერის, აგრეთვე - ბერულის, ვანათის, ქსუისის, ქემერტის, ქურთის.
- სოფლის საკრებულო - 1: ხიდისთავი.
[რედაქტირება] ეკონომიკა
რაიონში რამდენიმე სამრეწველო დაწესებულება ფუნქციონირებდა: გორის ბამბეულის და საკონსერვო კომბინატები, ღვინის ქარხანა, ადგილობრივი მრეწველობის კომბინატი, ყველ-კარაქის ქარხანა და სხვა. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია: მეხილეობა, მებოსტნეობა-მებაღჩეობა, მოჰყავთ ასევე მარცვლეული კულტურები და ყურძენი. რაიონის ტერიტორიაზე გადის ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალი, საავტომობილო გზები.
[რედაქტირება] კულტურა
რაიონში 101 სახელმწიფო და 5 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 4 საშუალო პროფესიული და 3 უმაღლესი სასწავლებელი (ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გორი-ცხინვალის ფილიალი), 85 ბიბლიოთეკა, 5 თეატრი და 6 მუზეუმი.
[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობანი
გორის რაიონში ისტორიისა და კულტურის მრავალი ძეგლია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ატენის სიონის ტაძარი (მე-7 ს.) და კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი უფლისციხე.
შიდა ქართლის მხარე | |
ცხინვალი | გორის რაიონი | კასპის რაიონი | ქარელის რაიონი | ხაშურის რაიონი | ჯავის რაიონი |