გრიგორ ტათევაცი
ვიკიპედიიდან
გრიგორ ტათევაცი, გრიგოლ ტათეველი (* 1346 ― † 1409), სომეხი ფილოსოფოსი, პედაგოგი და საეკლესიო-პოლიტიკური მოღვაწე.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
თავის მასწავლებელ ჰოვანეს ვოროტნეცისთან ერთად იყო ტათევის ფილოსოფიური სკოლის პროგრესული ფრთის წარმომადგენელი. ავტორია მრავალი ფილოსოფიური-კომენტატორული და რელიგიური თხზულებისა. გრიგორ ტათევაცი იდეალისტია, მაგრამ მისი მოძღვრება მატერიალისტურ ელემენტებსაც შეიცავს: შემეცნების თეორიაში და სულისა და მატერიის ურთიერთდამოკიდებულების საკითხში იგი ორმაგი ჭეშმარიტების თეორიის მიმდევარია. სახელმწიფოს ადარებს ორგანიზმს, რომლის ყოველი ნაწილი ასრულებს მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციას.