დავიდი, ჟაკ ლუი
ვიკიპედიიდან
ჟაკ ლუი დავიდი (ფრანგ. Jacques-Louis David); (*30 აგვისტო 1748, პარიზი—29 დეკემბერი 1825, ბრიუსელი) — ფრანგი მხატვარი, ფრანგული ნეოკლასიციზმის დამაარსებელი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1775—1780 წლებში სწავლობდა რომის ფრანგულ აკადემიაში, სადაც ეცნობოდა ანტიკურ ხელოვნებას და რენესანსის ეპოქის ოსტატთა შემოქმედებას. 1783 წელს აირჩიეს ფერწერის აკადემიის წევრად. აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, 1792 წელს აირჩეულ იქნა კონვენტის წევრად, მიემხრო რევოლუციონერთა რადიკალურ-ექსტრემისტულ ფრთას მარატისა და რობესპიერის ხელმძღვანელობით. 1794 წელს რევოლუციონერული ხედვის გამო დაპატიმრებულ იქნა. 1797 წელს მოწმე გახდა პარიზში ნაპოლეონის საზეიმო შემოსვლისა და მას მერე მისი მომხრე ხდება. 1815 წელს ვატერლოოსთან ნაპოლეონის ჯარის დარამცხების შემდეგ გაიქცა შვეიცარიაში, შემდგომ კი ბრიუსელში, სადაც ცხოვრების ბოლომდე დაჰყო.
დაკრძალულია წმინდა გუდულას სასაფლაოზე ბრიუსელში, ხოლო მისი გული კი – პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზე.