ვიკიპედია:დღის ფოტოსურათი
ვიკიპედიიდან
2006: იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი| მაისი | ივნისი
იხ. ასევე: დღის ფოტოსურათი ვიკისაცავში
რჩეული სურათები ვიკიპედიაში ამ გვერდზე თავმოყრილია სურათები, რომლებიც ჩვენი აზრით შესანიშნავია, შოკში ჩამგდებია, წარმტაცია და ინფორმატიულია. ეს არის ვიზუალური ექვივალენტი რჩეული სტატიების და, შესაბამისად, უფრო მეტად სუბიექტურიცაა. ამჟამად ამ გვერდზე მხოლოდ რამდენიმე ფოტოსურათია, ვინაიდან ქართულ ვიკიპედიაში ეს რუბრიკა სულ ახლახან დაიწყო, კერძოდ კი 2006 წლის ივნისში. თუ გსურთ სპეციფიური სურათის დამატება ამ გვერდზე, გთხოვთ წამოაყენოთ იგი გვერდზე ვიკიპედია:რჩეული ფოტოსურათის კანდიდატები. ამ გვერდზე წამოყენებული სურათები თავისუფალი ლიცენზიის უნდა იყოს. ამ გვერდზე მოხვედრილი ფოტოებიდან ერთ-ერთი პერიოდულად განთავსდება მთავარ გვერდზე. |
არქივი სხვა რჩეული მასალა |
სექციების სია |
[რედაქტირება] აპრილი
ტრადიციისამებრს აღდგომაზე კვერცხებს ღებავენ. საქართველოსგან განსხვავებით, ევროპაში მიღებულია კვერცხების სხვადასხვა ფერად შეღებვა. სურათზე:სააღდგომო კვერცხები |
![]() |
დავით კაკაბაძე ახალი ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელია. მისი სურათები დიდი კომპოზიციური ოსტატობისა და გადმოცემის სისხარტის გარდა გამოირჩევა განსაკუთრებული ფერადოვანი სიფაქიზითა და დახვეწილობით; რაციონალურობასთან ერთად მათ ახასიათებს მაღალი პოეტურობა. კაკაბაძემ პირველმა შექმნა ქართული ბუნების განზოგადებული სახე, პეიზაჟი-სურათი; დიდი მხატვრული ღირსებით გამოირჩევა ადრინდელი პერიოდში შექმნილი პორტრეტები. კაკაბაძე არის ქართული თეატრალური-დეკორაციული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. იგი იყო მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულებების მქონე მოაზროვნე მხატვარი, რომელიც ყოველთვის ღრმად გააზრებულად, ლაკონიური საშუალებებით ასხამდა ხორცს თავის მხატვრულ ჩანაფიქრს. სურათზე:აბსტრაქცია |
[რედაქტირება] მარტი
![]() |
ელენე ახვლედიანის მკაფიო ინდივიდუალურობა და თვითმყოფადობა მხატვრის ყველა ჟანრში გამოვლინდა. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ - ხაზგასმული დეკორატიულობით, კომპოზიციის აგების სიმახვილით, ყოველთვის საგრძნობია განწყობილება - ზოგჯერ ხალისინი და სადღესასწაულო, ზოგჯერ - სევდიანი, ზოგჯერ დრამატულიც. სურათზე: ზამთარი |
[რედაქტირება] თებერვალი
![]() |
შიომღვიმე, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი, ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი. მსხვილი სენიორია. მდებარეობს თბილისიდან 40 კმ-ზე, მცხეთის რაიონში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. დააარსა VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ . სურათზე: შიომღვიმე |
[რედაქტირება] იანვარი
![]() |
იეთიმ გურჯი (იეთიმ იბრაიმის ძე დაბღიშვილი) (1875 - 1940), ქართველი სახალხო მელექსე და ლოტბარი, ძველი თბილისის აშუღური პოეზიის მარგალიტი. მისი პირველი წიგნი - პოემა "ანაბაჯის ლექსი" - 1909 წელს გამოვიდა. 1928 წელს იოსებ გრიშაშვილმა, ხოლო 1958 წელს ანდრო თევზაძემ გამოსცეს პოეტის "რჩეული ლექსები". იეთიმ გურჯის ლექსები უმთავრესად სიმღერების სახით ვრცელდებოდა, რომლებსაც თავად ქმნიდა და ასრულებდა.
|
![]() |
ვილსონ ბენტლის 1902 წლის "თოვლის კრისტალების კვლევა" თოვლის ფიფქების პირველი დღეისთვის ცნობილი ფოტოსურათია. თითოეულ თოვლის ფიფქს იგი ინდივიდუალურად იჭერდა შავ დაფაზე, შემდეგ იგი სწრაფად გადაჰქონდა შავ ხავერდზე, საიდანაც მას სურათს უღებდა მიკროსკოპთან მიერთებული ფახკამერით. ფიფქის პირველი ფოტოსურათი მან 1885 წლის 15 იანვარს გადაიღო. სიცოცხლის განმავლობაში კი 5000-მდე კრისტალის გამოსახულება აქვს დაფიქსირებული. ბენტლი ასევე იღებდა ყინულისა და წყლის, მათ შორის ღრუბელებისა და ნისლის, ბუნებრივი ფორმირებების სურათებს. ის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც წვიმის წვეთების ზომა დააფიქსირა.
|