ერუშეთი
ვიკიპედიიდან
ერუშეთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. იგი მდებარეობს არტაანის ჩრდილოეთით და მოიცავს ტერიტორიას არსიანის ქედსა და ნიალის ველს შორის. სახელი ეწოდა მხარის ცენტრალური პუნქტის მიხედვით. უძველესი ადმინისტრაციული დანაწილებით წუნდის საერისთავოში შედიოდა. საქართველოში პირველი ქრისტიანული ტაძარი ერუშეთში ააგეს IV ს-ში. ერუშეთი XVI ს-დან ოსმალთა მფლობელობაში გადავიდა, მხოლოდ მცირე მონაკვეთში 1878-1918 წლებში შედიოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.