ვერჰარნი, ემილ
ვიკიპედიიდან
ემილ ვერჰარნი (Emile Verhaeren) (*21 მაისი, 1855 – 27 ნოემბერი, 1916) -- ბელგიელი ფრანგულენოვანი მწერალი, სიმბოლიზმის სკოლის ერთ-ერთი მთავარი დამაარსებელი.
დაიბადა ფრანგულენოვან საშუალო შეძლების ოჯახში. თერთმეტი წლის ასაკში იეზუიტთა მკაცრი რეჟიმის სკოლაში აგზავნიან გენტში, სადაც ის სრულიად ფრანგული ზეგავლენის ქვეშ ექცევა. სკოლის დასრულების შემდეგ ლუვენის უნივერსიტეტში იურისპრუდენციას სწავლობს. აქ გამოდის მისი პირველი ლიტერატურული ნაწარმოები უნივერსიტეტის სტუდენტურ გაზეთში. უნივერსიტეტის წლების განმავლობაში ის მრავალ მსგავსი აზროვნების სტუდენტს უახლოვდება. მოგვიანებით ისინი რევოლუციური ლიტერატურული ჟურნალის "La Jeune Belgique" (ახალგაზრდა ბელგიელი) თანარედაქტორები ხდებიან.
იურისპრუდენციაში დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ ვერჰარნი ედმონდ პიკარის, ცნობილი კრიმინალური ადვოკატი, შეგირდი ხდება (1881-1884), რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ბრიუსელის ხელოვანთა წრეებში. მისი წყალობით ემილ ვერჰარნი ხშირად ხვდებოდა ახალგაზრდა რადიკალური აზროვნების მწერალთა და ხელოვანთა თავყრილობებზე დასავლეთ ევროპაში ხელოვნების ძირეული განახლების პერიოდში. მათი გავლენის შედეგად ემილი სასამართლო სამსახურს მალევე ანებებს თავს და საკუთარ ცხოვრებას პოეზისა და ლიტერატურას უძღვნის.