თეორემა
ვიკიპედიიდან
თეორემა (ბერძნ. theorema, განვიხილავ, ვწონი) - წინადადება რაიმე დედუქციურ მეცნიერებაში, რომელიც დამტკიცების საშუალებითაა დადგენილი. დედუქციურ მეცნიერებაში თითოეული თეორემა მტკიცდება ადრე დამტკიცებული თეორემების და/ან პირველადი წინადადებების, ე.წ. აქსიომების საფუძველზე.
მათემატიკურ ლიტერატურაში, სხვადასხვა კონტექსტში თეორემის სინონიმებია: ლემა, წინადადება, შედეგი და ა.შ.
თეორემა განსხვავდება თეორიისგან.