თარგი:თვის პიროვნება/ისტორია
ვიკიპედიიდან
პეტრე I დიდი (რუს.: Пётр I Великий; საკუთარ თავს ეძახდა გერმანულად პეტერ - Пeтeрь) (* 9 ივნისი, 1672, მოსკოვი; † 8 თებერვალი, 1725, სანქტ-პეტერბურგი) - რუსეთის ცარი 1682-1721 და იმპერატორი 1721-1725 წლებში.
პეტრე დაიბადა 1672 წელს მოსკოვში, კრემლში. იგი რუსეთის ცარის ალექსეი მოხაილოვიჩის მე-12 შვილი იყო. დედამისი ნატალია ნარიშკინა ალექსეი მეორე ცოლი იყო. მამისა და უფროსი ძმის, ცარ ფედორ III-ის სიკვდილის შემდეგ პატარა პეტრე ძალაუფლებისთვის მებრძოლ ბოიართა ორი დაჯგუფების ბრძოლის ცენტრში აღმოჩნდა. ერთის მხრივ მილოსლავსკები - ცარ ალექსეის პირველი ცოლის სანათესაო და მეორეს მხრივ ნარიშკინები - პეტრეს დედის ნატალიას გვარეულობა სამეფო ტახტზე თავიანთი კანდიდატის დასმისათვის იბრძოდნენ.
1682 წელს ცარ ფედორის დასაფლავების შემდგომ ბოიარების დუმამ პატრიარქ იოაკიმის დასტურით პეტრე ცარად გამოაცხადა. თუმცა მალე მოსკოვში მილოსლავსკებისა და პეტრე უფროსი დის ცარევნა სოფიას მიერ პროვოცირებული სტრელეცების ბუნტი დაიწყო, რომელსაც ნარიშკინების საგვარეულოს მრავალი წარმომადგენელი ემსხვერპლა.(სრულად...)