კოდორის ქედი
ვიკიპედიიდან
კოდორის ქედი - ქედი ოჩამჩირის რაიონში, აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთი განშტოება. წარმოადგენს კოდორისა და ენგურის წყალგამყოფს. სიგრძე დაახლ. 75 კმ. სიმაღლე 3313 მ-მდე. აგებულია უპირატესად ვულკანოგენური ქანებით, თიხის ფიქლებით და ქვიშაქვით. ქედის ფერდობებზე გავრცელებულია მთა-ტყის, ხოლო თხემზე - მთა-მდელოს ლანდშაფტები. კოდორის ქედის სამხრეთ შტოებზე მდებარეობს ტყვარჩელის ქვანახშირის საბადო.