ლიახვი
ვიკიპედიიდან
ლიახვი - ამ სახელის ქვეშ, როგორც წესი იგულისხმება ხოლმე მდინარე დიდი ლიახვი. არსებობს მისი მარცხენა შენაკადი, პატარა ლიახვიც. დიდი ლიახვი სათავეს იღებს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მყინვარებიდან. მდინარის სიგრძე 115 კმ-ია, აუზის ფართობი 2310 კვ.კმ. მიედინება ხეობაში, ქალაქ გორთან ერთვის მტკვარს. დიდ ლიახვზე მდებარეობს ასევე ქალაქი ცხინვალი.