მეჰდიზადე
ვიკიპედიიდან
მეჰდიზადე აბას საჰათ (აბას-ყული ალი აბას-ოღლუ) (* 1874, ქ. შემახა ― † 11 ივლისი, 1918, ქ. განჯა), აზერბაიჯანელი პოეტი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.
მიიღო სამედიცინო განათლება თეირანში. პირველი ლექსები 1898 წელს გამოაქვეყნა. ლექსების პირველი კრებული "გატეხილი საზი" 1912 წელს გამოსცა. მეჰდიზადე რომანტიკოსია. მისი ადრეული პერიოდის პოეზია ტრადიციული -აღმოსავლურია. სტატიაში "როგორი უნდა იყოს ახალი პოეზია" (1905) მეჰდიზადემ უარყო ლექსთწყობის მოძველებული ფორმები. ავტორია პოემისა "აჰმედის გმირობა" (1912), დრამისა "უმეცრების ნაყოფი" და სხვა. თარგმნიდა რუსული და დასავლეთ ევროპული ლიტერატურის კლასიკოსებს. მეჰდიზადეს ეკუთვნის ნ. ბარათაშვილის "მერანის" პირველი თარგმანი აზერბაიჯანულ ენაზე (1916).