პირიქითის ქედი
ვიკიპედიიდან
პირიქითის ქედი, თუშეთის ქედი - ქედი თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში, მიეკუთვნება გვერდითი ქედის სისტემას. მდებარეობს საქართველოსა (ახმეტის რაიონი) და ჩეჩნეთის ტერიტორიებზე. წარმოადგენს არღუნისა და ანდის ყოისუს წყალგამყოფს. სიგრძე 80 კმ. სიმაღლე 4493 მ-მდე (მთა ტებულოსმთა). ფერდობებზე მთის მდელოები, ალაგ-ალაგ მყინვარებია.