ჟარი, ჟან მიშელ
ვიკიპედიიდან
ჟან მიშელ ჟარი | ||
---|---|---|
![]() ჟან მიშელ ჟარი
|
||
ბიო | ||
ნამდვილი სახელი | ჟან მიშელ ანდრე ჟარი | |
დაიბადა | ლიონი, საფრანგეთი | |
ჟანრი/ები | ელექტრონული მუსიკა | |
საქმიანობა/ები | ინსტრუმენტალისტი | |
ინსტრუმენტი/ები | ელექტრონული ინსტრუმენტები | |
აქტივობის წლები | 1965 - 1973 | |
ლეიბლი/ები | Disques Dreyfus, Polygram, Sony Music, Warner Music, iTunes |
|
ვებგვერდი | www.JeanMichelJarre.com |
ჟან მიშელ ანდრე ჟარი (დაიბადა 1948 წლის 24 აგვისტოს, ლიონში (საფრანგეთი).იგი ითვლევა ფრანგული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ პიონერად.იგი ასევე არის ნოვატორული თეატრალიზებული ლაზერ-შოუების ავტორი.დღემდე ჟარს მთელ მსოფლიოში გაყიდული აქვს დაახლოებით 72 მილიონი ალბომი და სინგლი.
[რედაქტირება] მუსიკალური კარიერა
[რედაქტირება] გამოჩენა
ჟარი არის კომპოზიტორ მორის ჟარის, ფრანგული ფილმების მუსიკის ცნობილი კომპოზიტორის შვილი.როდესაც ჟანი ხუთი წლის იყო, მისი მამა წავიდა ჰოლივუდში და არ ჰქონია კონტაქტი შვილთან იმ დღიდან მოყოლებული.მაგრამ სწორედ იმ პერიოდში ჟან მიშელ ჟარმა დაიწყო კლასიკური ფორტეპიანოს შესწავლა.მოგვიანებით მან შეწყვიტა ეს და, ახალგაზრდობაში შექმნა ჯგუფი Mystère IV.1960იანი წლების ბოლოს იგი ექსპერიმენტებს ატარებდა რადიომოწყობილობებთან, სხვადასხვა ფირებთან და ელექტრონულ ნივთებთან.1968 წელს იგი შეუერთდა ე.წ. "მუსიკალური კვლევის ჯგუფს" და ე.წ. "კონკრეტული მუსიკის" დამაარსებლის, პიერ შეფერის დახმარებით, გაეცნო სინთეზატორს.
[რედაქტირება] დრეიფუსის ფრთის ქვეშ
1970-იანებში გამოვიდა მუსიკოსის პირველი სოლო-სინგლი La Cage (1972), ასევე მისი პირველი ორი ალბომის მცდელობა: Deserted Palace (Sam Fox Productions/Dreyfus, 1973) და ფილმის Les Granges Brulées (Dreyfus, 1973) მუსიკა.1976 წელს ჟარმა, როგორც იქნა, მოაწერა ხელი კონტრაქტს ხმისჩამწერ ფირმასთან Polydor და გამოსცა პირველი ამბიციური დისკი Oxygene (დისკი მსოფლიო მასშტაბით გამოვიდა მხოლოდ 1977 წელს).ეს ალბომი ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ გავლენიან ნამუშევრად ელექტრონულ მუსიკაში.იგი ოდნავ ჰგავს მინიმალისტური "კრაფტვერკის" კომპოზიციებს, თუმცა, ამავე დროს, არაჩვეულებრივად პოლიფონიურია.თავისი განწყობით იგი იწვევს კოსმოსის ასოციაციას, რამაც ხელი შეუწყო ჟარის თანამშრომლობას სხვადასხვა საზოგადოებასთან, როგორიც არის NASA.