როდ-აილენდი
ვიკიპედიიდან
როდ-აილენდი (Rhode Island, Ri) (სრული სახელი: როდ-აილენდისა და პროვიდენსის პლანტაციების შტატი), შტატი აშშ-ში, გეოგრაფიულად ყველაზე მცირე შტატია და მდებარეობს ახალი ინგლისის რეგიონში. როდ-აილენდი 1636 წელს დააარსა როჯერ უილიამსმა, რომელიც გაასახლეს მასაჩუსეტსიდან რელიგიური უთანხმოების გამო; 1790 წლიდან აშშ-ს შტატია.
სახელწოდება როდ-აილენდი ეკუთვნის ნარაგანსეტის უბეში უდიდეს კუნძულს, ასევე ცნობილს, როგორც აქიდნეკის კუნძული, რომელზეც ქალაქი ნიუპორტი მდებარეობს. სახელწოდების წარმომავლობა გაურკვეველია. ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით იტალიელმა მოგზაურმა ჯიოვანი და ვერაძანომ კუნძულის აღმოჩენისას მას როუდ აილენდი დაარქვა მისი საბერძნეთის კუნძულ როდოსთან მსგავსების გამო. სხვა ისტორიკოსებს სჯერათ რომ კუნძულის სახელწოდება მომდინარეობს ჰოლანდიელი მოგზაურის ადრიენ ბლოკის მიერ შერქმეული სახელიდან Roodt Eylandt, რაც ჰოლანდიურად "წითელ კუნძულს" ნიშნავს, გამომდინარე კუნძულის სანაპიროს წითელი თიხის ქანების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ შტატის ძირითადი ნაწილი კონტინენტზე მდებარეობს, მისი სახელწოდებიდან გამომდინარე ბევრი შეცდომით მიიჩნევს, რომ მთელი შტატი კუნძულზე მდებარეობს.
- ფართობი - 2,7 ათასი კვ. კმ.
- მოსახლეობა - 1,080 ათასი (თეთრი 91,4 %, აფროამერიკელი 3,9 %, ლათინურამერიკელი 4,6 %).
- ქალაქის მოსახლეობა - 87 %.
- ქალაქები - პროვიდენსი (დედაქალაქი), 153 ათასი, უორვიკი, 84 ათ, კრენსტონი, 74 ათასი.
- ოფიციალური ვებ-გვერდი - [[1]]