საბჭოთა კავშირის მარშალი
ვიკიპედიიდან
საბჭოთა კავშირის მარშალი (რუს. Ма́ршал Сове́тского Сою́за) - საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სამხედრო წოდება 1935 წლის 22 სექტემბრიდან. 1945 წლამდე ითვლებოდა უმაღლეს სამხედრო წოდებად, სანამ შემოღებულ არ იქნა საბჭოთა კავშირის გენერალსიმუსის სამხედრო წოდება. 1953 წლიდან, ერთადერთი გენერალსიმუსის ი.ბ. სტალინის სიკვდილის შემდეგ, დე-ფაქტო უმაღლესი სამხედრო წოდებაა.
1935-1991 წლებში "საბჭოთა კავშირის მარშალის" წოდება მიენიჭა სულ 41 პიროვნებას. აქედან 36 - პროფესიული სამხედრო პირი, 4 - ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, რომელთაც ეკავათ სამხედრო პოსტები (სტალინი, ბერია, ბულგანინი და ბრჟნევი), «პოლიტიკურ მარშალად» შეითლება ჩაითვალოს დ.ფ. უსტინოვიც.
შესაბამისი სამხედრო წოდება ფლოტში იყო - საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალი. 1993 წლიდან რუსეთის ფედერაციაში შემოღებულია რუსეთის ფედერაციის მარშალის სამხედრო წოდება.
[რედაქტირება] საბჭოთა კავშირის მარშლების სია
|
|
|
|